ბექჰემების ოჯახი ევროპის გარშემო მოგზაურობას საკუთარი სუპერიახტით აგრძელებს.
ისინი მთელ დროს ღია ზღვაში არ ატარებენ. ამ კვირაში ოჯახი ამალფის სანაპიროზე დააფიქსირეს, სადაც ისინი ხუთვარსკვლავიან სასტუმრო, Borgo Santandrea-ში დაბინავდნენ.
კლდოვან სანაპიროზე, პატარა და თვალწარმტაცი მეთევზეთა სოფელ, კონკა-დეი-მარინის თავზე მდებარე სასტუმრო ამალფის სანაპიროს ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილად ითვლება.
Borgo Santandrea-ში სულ 31 ნომერი და 21 ლუქსია, რომელთა ნაწილს საკუთარი აუზი და ფართო ტერასა აქვს. სასტუმროს სტუმრებს ასევე სამი რესტორანი და კერძო სანაპირო ემსახურება.
ოთახების ფასი ღამეში დაახლოებით £719-დან იწყება, თუმცა პრემიუმ კლასის Pool Room Suite-ის ღირებულებამ შესაძლოა £6,000-ს გადააჭარბოს. ლუქსს საკუთარი აუზი აქვს და სტუმრებს ხმელთაშუა ზღვისა და ამალფის სანაპიროს ულამაზესი ხედებით ტკბობის შესაძლებლობას აძლევს.
Borgo Santandrea ამალფის სანაპიროზე ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ სასტუმროდაც ითვლება. ამის მიზეზია მისი პანორამული მდებარეობა, კერძო სანაპირო, ელეგანტური ინტერიერი და შედარებით ინტიმური ატმოსფერო.
ცნობისთვის, დევიდსა და ვიქტორიას თან სამი შვილი, ჰარპერი, რომეო და კრუზი ახლავთ. მათი ვაჟები შეყვარებულებით არიან წარმოდგენილნი.

