დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვლებთან ერთად პორტოფინოში იმყოფებიან. ისინი ზაფხულის არდადეგებს საკუთარ, დაახლოებით 16 მილიონი ფუნტის ღირებულების იახტაზე, Seven-ზე ატარებენ. ოჯახი უკვე საფრანგეთისა და იტალიის რივიერას არაერთ ულამაზეს ადგილს ესტუმრა.
მედიაში მოგზაურობიდან უკვე არაერთი შთამბეჭდავი ფოტო გავრცელდა. კადრები თავად წყვილმაც გაავრცელა.
„29 წლის წინ ამ სასტუმროში ერთად შემოვედით. მაშინ არავინ იცოდა, რომ ერთმანეთს ვხვდებოდით“, – გაიხსენა დევიდმა და მეუღლის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ვიქტორია შავ კაბაშია გამოწყობილი.
ვიქტორიამაც გააზიარა პორტოფინოში გადაღებული ფოტოები.
„დავბრუნდით პორტოფინოში, სადაც ჩვენი ისტორია დაიწყო. 1997 წელი. მიყვარხარ, დევიდ ბექჰემ“, – დაწერა ვიქტორიამ.
ბექჰემების სიყვარულის ისტორია 1990-იანი წლების ბოლოს დაიწყო. თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ კი წყვილი კვლავ იმავე ადგილას დაბრუნდა. პორტოფინო მათთვის განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, სწორედ ამ ადგილს უკავშირდება მათი ურთიერთობის ადრეული, მაშინ ჯერ კიდევ გასაიდუმლოებული პერიოდი.