დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროს ვაჟს, რომეო ბექჰემს 24 წელი შეუსრულდა. განსაკუთრებული დღე რომეოს ოჯახმა სოციალურ ქსელებში ემოციური მილოცვებით აღნიშნა.
რომეოს დაბადების დღე მისმა უმცროსმა დამ, 15 წლის ჰარპერმა მიულოცა. მან ძმასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მას გულწრფელი სიტყვებით მიმართა.
„დღევანდელი დღე შენ გეძღვნება. იმედი მაქვს, იცი, რამდენად ძლიერ უყვარხარ და გაფასებენ. შენ ყოველთვის იქნები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისგანაც ცხოვრებაში მაგალითს ვიღებ. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიქნები შენით და იმ ყველაფრით, რასაც წარმოადგენ.
ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი ძმა ხარ და გულწრფელად არ ვიცი, შენს გარეშე რას გავაკეთებდი. მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის იყავი ადამიანი, რომლისგანაც შემეძლო მაგალითის აღება და რომლითაც ყოველთვის ვიამაყებდი“, – დაწერა ჰარპერმა.

რომეოს დაბადების დღე მშობლებმაც განსაკუთრებულად აღნიშნეს. 52 წლის ვიქტორია ბექჰემმა შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და მას თბილი სიტყვებით მიმართა:
„რომეო, შენ ყველაზე ფართო ღიმილი და უდიდესი გული გაქვს. ჭკვიანი და კეთილი ხარ და ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხარ. ვამაყობთ იმ შესანიშნავი ახალგაზრდა კაცით, რომელიც გაიზარდე. ყველას დიდი პატივისცემითა და სიკეთით ეპყრობი. გილოცავ დაბადების დღეს, რომეო. გვიყვარხარ.“
შვილს დაბადების დღე 51 წლის დევიდმაც მიულოცა.
„გილოცავ დაბადების დღეს, მეგობარო! ჩვენ ძალიან, ძალიან გვიყვარხარ. ვამაყობ, რომ ასეთი საყვარელი, კეთილი და უბრალოდ საოცარი ახალგაზრდა კაცი ხარ. ძალიან, ძალიან მიყვარხარ. დაე, ეს დღე შენს ცხოვრებაში საუკეთესო გახდეს, შენ ამას ნამდვილად იმსახურებ“, – დაწერა დევიდმა.
აღსანიშნავია, რომ ოჯახის წევრების თითოეული მიმართვა მართლაც ემოციური და დასაფიქრებელი იყო, მედიაში წერენ, რომ აღნიშნული სიტყვები ბექჰემების უფროს ვაჟს, „უძღებ შვილს“ ბრუკლინ ბექჰემს გულზე მტკივნეულად მოხვდება.
სხვათა შორის, ბრუკლინმა ძმას იუბილე კვლავ არ მიულოცა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბრუკლინსა და მის ოჯახს შორის ურთიერთობა კვლავ არ მოგვარებულა.
„ნიკოლა, ახლა შენი ჯერია!“ – ბექჰემების სარძლო, ჯეკი აპოსტელი მოგზაურობიდან ფოტოებს სერიას ავრცელებს