LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არასოდეს ილაპარაკო ჩემს მეუღლეზე!“ – ბრუკლინ ბექჰემი ნიკოლა პელტცის დასაცავად „ჰეითერებს“ უპირისპირდება

226
page

27 წლის ბრუკლინ ბექჰემი მეუღლის, 31 წლის ნიკოლა პელტცის დასაცავად „ჰეითერებს“ დაუპირისპირდა.

„გპირდები, რომ ყოველთვის დაგიცავ“ – ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემები 2022 წლის ქორწილს „ბათილად ცნობენ“ – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

ინციდენტი ბრუკლინის „ინსტაგრამზე“, ბოლო პოსტს მოჰყვა, სადაც ის კულინარიულ მასტერკლასს ატარებს. ერთ-ერთმა გამომწერმა ნიკოლას გარეგნობაზე გააკეთა კომენტარი და ბრუკლინს მიმართა:

„შენ ყველას პასუხობ, ვინც შენს მეუღლეზე და იმაზე ღელავს, თუ რამდენად ცუდად გამოიყურება ის, ასე რომ, აჭამე“.

ბრუკლინმა კომენტარი უყურადღებოდ არ დატოვა და კრიტიკოსს მკაცრად უპასუხა:

„არასოდეს ილაპარაკო ჩემს მეუღლეზე. ის აბსოლუტურად მშვენიერია და შენ არ უნდა აკეთებდე კომენტარს ქალის სხეულზე, ეს სამარცხვინოა“.

ნიკოლა პელტცის გარეგნობამ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საზოგადოების აზრით, მას ანორექსია აქვს.

„ასეთი პოსტებით დევიდსა და ვიქტორიას აქეზებს!“ – ნიკოლა პელტცი ახალ ფოტოებს ავრცელებს და კვლავ კრიტიკის ობიექტი ხდება

„როგორი ვიყავი ბექჰემების რძლობამდე“ – ანორექსია და პლასტიკური ჩარევები – ექსპერტები ნიკოლა პელტცის რადიკალურ ცვლილებას განიხილავე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები