LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გპირდები, რომ ყოველთვის დაგიცავ“ – ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემები 2022 წლის ქორწილს „ბათილად ცნობენ“ – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

627
page

ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, 2022 წლის აპრილში გამართული პირველი ქორწილის იუბილეს აღარ აღნიშნავენ და მას „ბათილად ცნობენ“. ამის შესახებ გამოცემა The Sun-თან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა.

ინსაიდერის თქმით, წყვილს პირველი ქორწილის დღე სასიამოვნო მოგონებებს აღარ უკავშირდება.

„2022 წლის აპრილში გამართული ქორწილი ის დღე არ არის, რომელსაც ბრუკლინი და ნიკოლა სითბოთი იხსენებენ. იმ დღეს ნიკოლა დედამთილის გამო ატირდა და მათ აღარ სურთ, რომ ამ მოვლენამ კვლავ შეახსენოს თავი“, – აცხადებს წყარო.

მისივე ინფორმაციით, წყვილმა გადაწყვიტა, რომ მომავალში მხოლოდ მეორე ქორწილის იუბილე აღნიშნოს, ცერემონია, რომლის დროსაც მათ საქორწინო ფიცი განაახლეს.

2025 წლის აგვისტოში გამართული დახურული ცერემონია მხოლოდ ნიკოლა პელტცის ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების წრეში გაიმართა. ბრუკლინის მშობლები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემი ამჯერად მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილან.

სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით მიულოცეს მეუღლეებმა ერთმანეთს ქორწილის იუბილე სოციალურ ქსელში.

„გილოცავ იუბილეს, ნიკოლა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რამდენად ძლიერ მიყვარხარ. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ და სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. უდიდესი ბედნიერებაა, რომ შენ ჩემს ცოლს გეძახი. შენ ჩემი პრინცესა ხარ და გპირდები, რომ ყოველთვის დაგიცავ“, – დაწერა ბრუკლინ ბექჰემმა.

დადასტურდა! – გამწარებული ნიკოლა კრიზისშია, ჰარპერი კი განადგურებული – ბექჰემი-პელტცის ოჯახური დაპირისპირება პიკს აღწევს

ბრუკლინ ბექჰემმა დას დაბადების დღე ჩაუმწარა – ფოტოები ჰარპერ ბექჰემის იუბილედან

რატომ არ გაუღო ბრუკლინმა დას კარი – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები