LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცოლის ფერხთით, ამით ყველაფერია ნათქვამია!“ – ბრუკლინ ბექჰემის ფოტო კრიტიკის ობიექტი ხდება

106
page

ოჯახთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე, დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსმა ვაჟმა, ბრუკლინმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა. როგორც ჩანს, ის და მისი მილიარდერი მეუღლე, ნიკოლა პელტცი სამოგზაუროდ იმყოფებოდნენ.

საზოგადოებისთვის განსაკუთრებით ერთი ფოტო გახდა საგულისხმო, სადაც ბრუკლინი ბალახებში წევს და ნიკოლას ფეხზე უჭირავს ხელი.

„ცოლის ფერხთით, ამით ყველაფერია ნათქვამია!“, „როგორი ნიშანდობლივი ფოტოა“, „ამ ფოტოს მშობლებისთვის იღებს“, – არ წყდება კრიტიკული კომენტარები.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბრუკლინმა მეუღლეს ქორწინების იუბილე ემოციური სიტყვებით მოულოცა და დაჰპირდა, რომ მას მუდამ დაიცავს.

შენ ჩემი პრინცესა ხარ და გპირდები, რომ ყოველთვის დაგიცავ“, – დაწერა ბრუკლინ ბექჰემმა.

„გპირდები, რომ ყოველთვის დაგიცავ“ – ნიკოლა პელტცი და ბრუკლინ ბექჰემები 2022 წლის ქორწილს „ბათილად ცნობენ“ – რა ხდება ბექჰემების ოჯახში

შეგახსენებთ, ბრუკლინსა და ნიკოლას ბექჰემების ოჯახთან უკვე თვეებია არანაირი კონტაქტი არ აქვთ.

„ნიკოლა, ახლა შენი ჯერია!“ – ბექჰემების სარძლო, ჯეკი აპოსტელი მოგზაურობიდან ფოტოებს სერიას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები