ბრუკლინ ბექჰემი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს. პაპარაცულ ფოტოებს pagesix ავრცელებს.
კადრებს არაერთი კომენტარი მოჰყვა. საქმე ისაა, რომ საზოგადოებას ნიკოლას გამომეტყველება უკმაყოფილოდ მოეჩვენა და ვარაუდების კასკადმაც არ დააყოვნა.
„თქვენ ისეთი რამ გაუკეთეთ დევიდსა და ვიქტორიას, ბედნიერება არ გეღირსებათ!“, „დაგეწყოთ პრობლემები?!“, „ეს კარმაა მეგობრებო!“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, ვიქტორია ბექჰემმა, „პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. ბრუკლინი, დედისთვის მორიგ მნიშვნელოვან საღამოს არ დასწრებია, მიუხედავად იმისა, რომ ის მეუღლესთან ერთად პარიზში იმყოფებოდა.