როგორც ცნობილია, დევიდ ბექჰემს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს, თუმცა ამ მნიშვნელოვან ცერემონიას არ დასწრებია მისი უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი.
ცერემონიის შემდეგ, ჰარპერ ბექჰემი ბრუკლინს სახლში ესტუმრა, რომელიც „ჰოლივუდის დიდების ხეივნიდან“ დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
თუმცა, წყაროს ცნობით, ბრუკლინის დას სახლში კარი არავინ გაუღო. გოგონა უკან, გულგატეხილი დაბრუნდა. როგორც ჩანს, ჰარპერი ძმის სახლში მოულოდნელად მივიდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იმ დროს ბრუკლინი და ნიკოლა შინ არ იმყოფებოდნენ და ქალაქგარეთ იყვნენ.
ბრუკლინისა და ნიკოლას წარმომადგენელმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. მათი თქმით, ჰარპერი ბექჰემების ოჯახმა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ თითქოს ძმა საკუთარ დას სახლში შეგნებულად არ იღებს. მათი აზრით, სწორედ ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ როდესაც გოგონა უფროსი ძმის სახლთან მივიდა, ფოტოგრაფები უკვე იქ იმყოფებოდნენ.


