LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორც ცდილობენ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვილთან და რძალთან შერიგებას – მედიაში უახლესი დეტალები ვრცელდება

448
page

ბექჰემების ოჯახური დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება. ინსაიდერმა გაამხილა, როგორ ცდილობენ დევიდ და ვიქტორია ბექჰემები უფროს ვაჟთან, ბრუკლინთან და მის მეუღლესთან, ნიკოლა პელტცთან ურთიერთობის აღდგენას.

ოჯახთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ წყვილი არ წყვეტს მცდელობებს შერიგდეს შვილთან და მის მეუღლესთან.

დევიდმა და ვიქტორიამ ბრუკლინისა და ნიკოლას გარემოცვას სთხოვეს, მათთვის გადაეცათ შეტყობინება, რომ ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას ჩავიდნენ იმისთვის, რომ შვილთან საუბარი შეძლონ.

ასევე ცნობილი ხდება, რომ ბექჰემებმა უკვე მიმართეს პელტცების ოჯახის იურისტებს, ფსიქოლოგებსა და მედიატორებს, რათა ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარონ.

შეგახსენებთ, რომ ბექჰემების ოჯახში დაძაბულობის შესახებ ხმები უკვე დიდი ხანია ვრცელდება. იანვარში კი ბრუკლინ ბექჰემმა თავად დაადასტურა ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მიზეზი მშობლების მხრიდან ზედმეტი კონტროლი იყო.

ბექჰემების ოჯახში ვითარება უკიდურესად იძაბება – დევიდი და ვიქტორია ახალი სკადალის ზღურბლზე

დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა, კონფლიქტის ფონზე, შვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს

„იმედი მაქვს, რომ მისმენ… ნუ იშორებ მეგობრებს, როცა სიყვარულის გამოხატვას ვცდილობთ“ – კრუზ ბექჰემმა უძღებ ძმას სიმღერა მიუძღვნა და ცრემლები ვერ შეიკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები