LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედი მაქვს, რომ მისმენ… ნუ იშორებ მეგობრებს, როცა სიყვარულის გამოხატვას ვცდილობთ“ – კრუზ ბექჰემმა უძღებ ძმას სიმღერა მიუძღვნა და ცრემლები ვერ შეიკავა

290
page

ბექჰემების ოჯახური დაძაბულობა კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც კრუზ ბექემმა ახალი სიმღერის შესრულებისას ემოციები ვერ გააკონტროლა და როგორც ჩანს, სცენიდან უფროს ძმას, ბრუკლინს მიმართა.

ლონდონში გამართული კონცერტის დროს, 21 წლის მომღერალმა ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც თავის ახალ სიმღერას Loneliest Boy ასრულებდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპოზიცია შთაგონებულია მას და ბრუკლინს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობით.

სიმღერის ტექსტში კრუზი მღერის: „ყველაზე მარტოსულო ბიჭო, იმედი მაქვს, რომ მისმენ… ნუ იშორებ მეგობრებს, როცა სიყვარულის გამოხატვას ვცდილობთ“.

კონცერტს ესწრებოდნენ მათი მშობლებიც და ძმა, რომეო. ისინი კრუზის გამოსვლას დრამატული სახეებით ადევნებდნენ თვლას.

ოჯახი არასრული შემადგენლობით – დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა ვაჟის იუბილე წინასწარ აღნიშნეს

კრუზ ბექჰემმა ბრუკლინ ბექჰემს, „შერიგების ხელი“ საჯაროდ გაუწოდა

„ჩემმა მშობლებმა ბრუკლინი საკუთარი შვილივით მიიღეს“ – ნიკოლა პელტცის სკანდალური აღიარებები ELLE-სთან ინტერვიუში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები