LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემმა მშობლებმა ბრუკლინი საკუთარი შვილივით მიიღეს“ – ნიკოლა პელტცის სკანდალური აღიარებები ELLE-სთან ინტერვიუში

419
page

ბექჰემების ოჯახური ურთიერთობები კვლავ დაძაბულია. ნიკოლა პელტცმა გამოცემა ELLE-სთან მიცემულ ინტერვიუში მათ კონფლიქტზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ მისი მეუღლე, ბრუკლინ ბექჰემი, ახლა უფრო მეტად პელტცების ოჯახის ნაწილად მიიჩნევა.

„ამაზე დიდი დარტყმა რა უნდა იყოს ბიჭის დედისთვის!“ – ბრუკლინ ბექჰემი „დედის დღეზე“ სიდედრის ფოტოს ავრცელებს

ინტერვიუში ნიკოლამ თქვა, რომ მისი მშობლები, მილიარდერი ნელსონ პელტცი და კლაუდია ჰეფნერ პელტცი ბრუკლინს „როგორც საკუთარ შვილს“ ისე შეხვდნენ. მისი თქმით, ბრუკლინი აქტიურად ერთვება ოჯახის ცხოვრებაში და ხშირად თამაშობს ფეხბურთს მის ძმებთან ერთად.

ნიკოლამ ასევე ხაზი გაუსვა ქმრის მხარდაჭერას:

„ჩემმა მშობლებმა ბრუკლინი საკუთარი შვილივით მიიღეს. ის ყოველთვის მხარს მიჭერს და ყველაზე თბილია მაშინ, როცა საკუთარი თავის მიმართ ზედმეტად მკაცრი ვარ. მას უდიდესი გული აქვს. ის ძალიან კარგად ეწყობა ჩემს ძმებს. ისინი ხშირად თამაშობენ ფეხბურთს ერთად“, – განაცხადა ნიკოლამ.

ფოტო/ვიდეო: როცა დარწმუნდი, რომ დედამთილზე ლამაზი და წარმატებული ხარ! – ბექჰემების რძალი სიურპრიზით ბრუნდება

ცნობისთვის, სიახლეებია ნიკოლას კარიერაშიც, FX-ის საშინელებათა ჟანრის სერიალის, The Beauty პირველი სეზონის ფინალში მაყურებლებს კიდევ ერთი მოულოდნელი ტრანსფორმაცია და სიურპრიზი ელოდათ. ის ეპიზოდურ როლში გამოჩნდა და ეშტონ კუტჩერის გმირის მეუღლის როლი განასახიერა.

„სამარცხვინოდ იქცევა!“ – ნიკოლა პელტცმა საძულველი დედამთილის სტილი ისევ „დააკოპირა”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები