LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როცა დარწმუნდი, რომ დედამთილზე ლამაზი და წარმატებული ხარ! – ბექჰემების რძალი სიურპრიზით ბრუნდება

3065
page

FX-ის საშინელებათა ჟანრის სერიალის, The Beauty პირველი სეზონის ფინალში მაყურებლებს კიდევ ერთი მოულოდნელი ტრანსფორმაცია და სიურპრიზი ელოდათ. ეპიზოდურ როლში გამოჩნდა ბექჰემების რძალი, მსახიობი, ნიკოლა პელტცი.

ახალ შოუში ისეთი მსახიობები იღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან: ეშტონ კუტჩერი, ჯიჯი ჰადიდი, ივან პიტერსი, ენტონი რამოსი და სხვები…

ნიკოლა პელტცი და ვიქტორია ბექჰემი ერთმანეთს სიგამხდრეში ეჯიბრებიან – რძალ-დედამთილის „ფეისბუკ-ომი“

სერიალში ნიკოლა ასრულებს ფრანი ფორსტის როლს, პერსონაჟის, რომელიც ბაირონ ფორსტის მეუღლეა. ბაირონის როლს კი ეშტონ კუტჩერი ასრულებს.

სერიალის სიუჟეტი აგებულია განსაკუთრებულ სუპერ პრეპარატზე, რომელსაც The Beauty ჰქვია. პრეპარატის გამოყენების შემდეგ, ადამიანები საკუთარი თავის ფიზიკურად ყველაზე სრულყოფილ ვერსიებად გადაიქცევიან.

ნიკოლას გამოჩენა საოცრად ეფექტური აღმოჩნდა, განსაკუთრებით ის მომენტი, როცა პელტცს ძვირფასი ქვებით მორთული ტოპი-ყელსაბამი შიშველ სხეულზე ამშვენებს.

ნიკოლამ შთამბეჭდავი ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამ სთორიში“ გაავრცელა.

„როცა დარწმუნდი, რომ დედამთილზე ლამაზი და წარმატებული ხარ“, – უწერენ ვიქტორია ბექჰემის რძალს კომენტარებში.

„ქალი, რომელსაც ინდივიდუალიზმი არ გააჩნია და ყველას ჰბაძავს“ – ნიკოლა პელტცი დედამთილის „ლუქებიდან“, მსახიობების „ლუქებზე“ გადავიდა

ფოტო/ვიდეო: „ახლა სურს დედამთილი მოდის ინდუსტრიაშიც დაჩრდილოს“ – ბექჰემების დრამის ფონზე ნიკოლა პელტცი ფოტოების სერია ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები