ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავს გაუხსნიან, თუმცა ამ მნიშვნელოვან ცერემონიას არ დაესწრება მისი უფროსი ვაჟი, ბრუკლინ ბექჰემი. სწორედ აღნიშნული სათაურებით არის აჭრელებული დასავლური მედია.
ცერემონია პარასკევს გაიმართება და დევიდის მხარდასაჭერად მასთან ერთად იქნებიან მისი მეუღლე, ვიქტორია, სამი შვილი, რომეო, კრუზი და ჰარპერი, მშობლები და ოჯახის ახლო მეგობარი, მსახიობი ტომ კრუზი.
აღსანიშნავია, რომ ბრუკლინი და ნიკოლა ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, მდებარე მრავალმილიონიან ვილაში ცხოვრობენ. მათი სახლი „ჰოლივუდის დიდების ხეივნიდან“ დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
უცხოური მედიის ცნობით, ბექჰემების ოჯახში არსებული დაძაბული ურთიერთობები კვლავ არ არის მოგვარებული. წყაროების ინფორმაციით, ბრუკლინს მშობლებთან და და-ძმებთან უკვე წელიწადზე მეტია არანაირი კონტაქტი არ აქვს.
მედიაში ხშირად განიხილება მისი მეუღლის, ნიკოლა პელტცის როლი ოჯახურ კონფლიქტში, თუმცა, სხვა წყაროების მტკიცებით, მშობლებთან ურთიერთობის გაწყვეტის გადაწყვეტილება თავად ბრუკლინმა მიიღო.
ცნობისთვის, დევიდ ბექჰემის ვარსკვლავის გახსნა განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს, რადგან ის იმ პერიოდში ხდება, როდესაც 2026 FIFA World Cup ამერიკის შეერთებულ შტატებში იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, ბექჰემის წვლილი ფეხბურთის პოპულარიზაციასა და სპორტის, გართობისა და გლობალური კულტურის განვითარებაში ამ ჯილდოს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად აქცევს.
დიდი შეკრება არასრული შემადგენლობით – რა ხდება ბექჰემების ოჯახში
ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ


