ვიქტორია ბექჰემმა სოციალურ ქსელში ოჯახური წვეულების ამსახველი ფოტოები გააზიარა, რომელიც მისი მამის, ენტონი უილიამ ადამსის 80 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
„რა საოცარი საღამო იყო ჩემი შესანიშნავი მამის იუბილეს აღსანიშნავად. მადლობა ჩვენს ყველა მეგობარსა და ოჯახს! გილოცავ 80 წლის იუბილეს, ძალიან გვიყვარხარ“, – დაწერა ვიქტორიამ.
საზეიმო საღამოს ბექჰემების ოჯახი არასრული შემადგენლობით დაესწრო, მათ კვლავ უფროსი ვაჟი, ბრუკლინი აკლდათ.
ტაბლოიდები წერენ, რომ ოჯახი შერიგების იმედს ჯერ კიდევ არ კარგავს, თუმცა კონფლიქტი ამ ეტაპზე საკმაოდ ღრმაა. ბრუკლინთან რაიმე ტიპის კომუნიკაცია კი ნულამდეა დაყვანილი.
„შენ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა, მეგობარი” – როგორ აღნიშნა ვიქტორია ბექჰემმა 52 წლის იუბილე
ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ