დიზაინერმა და ბიზნესვუმენმა ვიქტორია ბექჰემმა დაბადების დღე აღნიშნა. ის 52 წლის გახდა. სოციალურ ქსელში ვიქტორიამ წვეულებიდან გადაღებული ფოტოები გააზიარა. დედას დაბადების დღე მიულოცეს მისმა შვილებმა, 23 წლის რომეომ, 21 წლის კრუზმა და 14 წლის ჰარპერმა.
მილოცვებს შეუერთდა მისი მეუღლე, დევიდ ბექჰემი, რომელმაც იუბილარის საარქივო ფოტოები გაავრცელა.
„გილოცავ დაბადების დღეს, ერთადერთი და განუმეორებელი ხარ. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ და ვიზრუნებთ, რომ ეს დღე შენთვის განსაკუთრებული იყოს. რადგან შენ ხარ საუკეთესო ცოლი, დედა, მეგობარი და, რა თქმა უნდა, სავარჯიშო დარბაზში პარტნიორი. გილოცავ დაბადების დღეს, ჩვენ გვიყვარხარ!“ – წერს დევიდი.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორია ამჯერადაც უფროსი ვაჟისა და ერთადერთი რძლის მილოცვის გარეშე დარჩა.
ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ
დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა, კონფლიქტის ფონზე, შვილს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცეს