LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემმა დას დაბადების დღე ჩაუმწარა – ფოტოები ჰარპერ ბექჰემის იუბილედან

106
page

ბექჰემების ქალიშვილს, ჰარპერს 15 წელი შეუსრულდა. მან იუბილე ფლორიდის ქალაქ უესტ-პალმ-ბიჩში მდებარე იტალიურ რესტორანში ოჯახთან ერთად აღნიშნა.

სადღესასწაულო ვახშამს ესწრებოდნენ მისი მშობლები, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ასევე ძმები, რომეო და კრუზი შეყვარებულებთან, კიმ ტერნბულთან და ჯეკი აპოსტელთან ერთად.

ჰარპერს თეთრი კაბა ეცვა, ვიქტორია ბექჰემი კი შავ, სხეულზე მომდგარ კაბაში გამოჩნდა. დევიდ ბექჰემმა კლასიკური პიჯაკი და თეთრი მაისური მოირგო, ხოლო რომეო და კრუზი უფრო ყოველდღიური სტილის სამოსში იყო გამოწყობილი.

მედიის ცნობით, ჰარპერი დღის ბოლომდე ელოდა უფროსი ძმის გამოჩენას, თუმცა ბრუკლინი არათუ არ გამოჩენილა ოჯახურ წვეულებაზე, მან დას დაბადების დღეც კი არ მიულოცა.

ბრუკლინ ბექჰემსა და მის ოჯახს შორის ურთიერთობა მიმდინარე წლის იანვრიდან განსაკუთრებით დაიძაბა, როდესაც მან სოციალურ ქსელში მწვავე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მშობლები გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ ისინი მისაა და ნიკოლა პელტცის ურთიერთობის დაზიანებას ცდილობდნენ.

მას შემდეგ ბრუკლინი არაერთ მნიშვნელოვან ოჯახურ ღონისძიებასა და საზეიმო შეხვედრას გამოაკლდა.

„ისინი უფროს ვაჟს მიმართავენ“ – სარძლოებით გარშემორტყმული დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უახლესი კადრები

ნიკოლა პელტცმა ჰარპერ ბექჰემს კიდევ ერთხელ ატკინა გული – ბექჰემების რძლის ახალმა პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები