LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა პელტცმა ჰარპერ ბექჰემს კიდევ ერთხელ ატკინა გული – ბექჰემების რძლის ახალმა პოსტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია

1334
page

ბექჰემების რძლის, ნიკოლა პელტცის მორიგმა პოსტმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მსახიობმა თავისი უფროსი ძმის, უილ პელტცისა და მისი მეუღლის, კენია კინსკი-ჯონსის ქორწილიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და ახალ რძალს „ოცნების და“ უწოდა. ამ სიტყვებმა კი ბევრს ბექჰემების ოჯახში მიმდინარე დაპირისპირება გაახსენა.

კიდევ ერთი გრანდიოზული ქორწილი ბექჰემების გარეშე, ვიქტორია და დევიდი მძახლებმა არ დაპატიჟეს – ბრუკლინ ბექჰემი ფოტოებს ავრცელებს

„ეს ქორწილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მოვლენა იყო, რომლის მოწმეც ოდესმე ვყოფილვარ. უილ, მადლობა, რომ ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად მაჩუქე ჩემი ოცნების და, კენი“, – წერს ნიკოლა.

პოსტის ყველაზე განხილვადი ნაწილი სწორედ ფრაზა „ოცნების და“ გახდა.

აღსანიშნავია, რომ მედიაში არაერთხელ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ნიკოლა ბრუკლინის დას, 14 წლის ჰარპერ ბექჰემს არაერთხელ მოჰქცევია უხეშად.

„გულგატეხილი ბავშვი“ – ძმასთან სტუმრად მისულ ჰარპერ ბექჰემსს ბრუკლინმა კარი არ გაუღო

ნიკოლა პელტცი მულს სასტიკად მოექცა – მედიაში 14 წლის ჰარპერ ბექჰემის ვიდეო ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები