ბრუკლინ ბექჰემმა და მისმა მეუღლემ, ნიკოლა პელტცმა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით კიდევ ერთხელ მიიპყრეს ყურადღება. წყვილმა სპორტდარბაზიდან გადაღებული ფოტო გააზიარა, სადაც ორივე ერთსა და იმავე სარბენ ბილიკზე დგას და ერთად ვარჯიშობს.
31 წლის ნიკოლა პელტცმა ფოტო „ინსტაგრამ სთორიშიც“ გამოაქვეყნა და წარწერად დაამატა:
„დიახ, ჩვენ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ“, – დაწერა მან და პოსტს შვიდი გულის „ემოჯი“ დაურთო.
წყვილის პოსტს მედიაში დიდი გამოხმაურება და ნეგატიური კომენტარები მოჰყვა:
„რა ქრინჯობაა ერთ ბილიკზე სირბილი“, „ამით რას გვიმტკიცებენ?“, „ასეთი პოსტებით ნიკოლა დევდსა და ვიქტორიას აქეზებს!“.
აღსანიშნავია, რომ პოსტი იმ პერიოდში გავრცელდა, როდესაც ბრუკლინ ბექჰემსა და მის ცნობილ ოჯახს შორის ურთიერთობის დაძაბულობის შესახებ საუბრები კვლავ არ წყდება და შვილსა მშობლებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს.

