ნიკოლა პელტცის უფროსი ძმა, უილ პელტცი, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ მოდელ კენიაზე დაქორწინდა. კენია ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერის, ქუინსი ჯონსისა და მსახიობ, ნასტასია კინსკის ქალიშვილია.
სულ ცოტა ხნის წინ მედიაში ქორწილიდან პირველი კადრები გავრცელა, სადაც ბრუკლინ ბექჰემი არ იყო აღბეჭდილი, თუმცა რამდენიმე საათის წინ კადრები თავად ბექჰემების უფროსმა ვაჟმაც გაავრცელა.
„გილოცავთ, კენია და უილ! ძალიან გვიყვარხართ. თქვენ საუკეთესოები ხართ და უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენი ბედნიერებით“, – ასე დაასათაურა მეუღლესთან გადაღებული რომანტიკული კადრები ბრუკლინმა.
აღსანიშნავია, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, გრანდიოზულ მოვლენას არ დასწრებიან ბრუკლინის ოჯახის არცერთი წარმომადგენელი. ისინი მძახლებმა არ დაპატიჟეს.
