LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლა პელტცის უფროსმა ძმამ ქუინსი ჯონსისა და ნასტასია კინსკის ქალიშვილზე იქორწინა – ცერემონიას არ დასწრებია ბრუკლინ ბექჰემი

808
page

ნიკოლა პელტცის უფროსი ძმა, უილ პელტცი, მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ მოდელ კენიაზე დაქორწინდა. კენია ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერის, ქუინსი ჯონსისა და მსახიობ, ნასტასია კინსკის ქალიშვილია.

საქორწინო ცერემონია ნიუ-იორკის შტატში მდებარე პელტცების საოჯახო მამულში გაიმართა. ახალდაქორწინებულებმა ქორწილის ამსახველი ფოტოები სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში გააზიარეს.

სადღესასწაულო ღონისძიებები რამდენიმე დღე გაგრძელდა. პირველ დღეს წყვილმა საქორწინო ფიცი ახლობლების ვიწრო წრეში გაცვალა, ხოლო ოფიციალური ცერემონია მეორე დღეს გაიმართა.

33 წლის პატარძალს Brandon Maxwell-ის მინიმალისტური თეთრი კაბა ეცვა, რომელსაც მაქმანებიანი ხელთათმანები, ფატა და საყურეები შეუხამა. 40 წლის უილ პელტცმა კი კლასიკური შავი, Thom Browne-ის სმოკინგი მოირგო.

პატარძალი საკურთხეველთან ბიძამ, რიჩარდმა და მილიარდერმა მამამთილმა, ნელსონ პელტცმა მიაცილეს. სიძის მამა მეჯვარის მოვალეობას ასრულებდა, ხოლო დედა, კლაუდია, პატარძლის მეგობარი იყო.

ქორწილს, ცხადია, ნიკოლა პელტციც დაესწრო, თუმცა გავრცელებულ არცერთ ფოტოში არაა აღბეჭდილი ბრუკლინ ბექჰემი. სწორედ ეს ფაქტი გახდა მედიაში განხილვის მთავარი საგანი.

ცნობისთვის, უილ პელტცისა და კენიას ურთიერთობის შესახებ პირველად 2011 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მათ ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს. ცნობილია, რომ მათ ფილმ Sweetness-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს ერთმანეთი, სადაც უილი და კენიას დედა, ნასტასია კინსკი, ერთად მონაწილეობდნენ. იმ პერიოდში უილ პელტცის სამსახიობო კარიერა მხოლოდ იწყებოდა, ხოლო ფართო პოპულარობა მას 2022 წელს, სერიალ, „ეიფორიის“ მეორე სეზონში მონაწილეობამ მოუტანა.

„ანორექსია?, ბოღმისგან დაავადდა, შემაშფოთებლად გამოიყურება“ – ბექჰემების რძალი გაშიშვლდა და კრიტიკის სამიზნე გახდა

ნიშნობის 6 წლის იუბილე ბექჰემების უკიდურესად დაძაბული ოჯახური ვითარების ფონზე – რა პოსტებს ავრცელებენ ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

მორიგი დარტყმა მშობლებს – „ბედნიერი ვარ, რომ დღეს შენთან ვარ…“ – როგორ მიულოცა ბრუკლინ ბექჰემმა სიმამრს იუბილე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები