ბრუკლინ ბექჰემის მეუღლემ, 31 წლის მსახიობმა და მოდელმა, ნიკოლა პელტცმა ახალი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ სოციალურ ქსელებში დიდი კრიტიკა გამოიწვია.
ნიკოლამ „ინსტაგრამზე“ გააზიარა ფოტო, სადაც სრულად შიშველი პოზირებს და მკერდს ფეხით იფარავს. ფოტო მალევე გავრცელდა ინტერნეტში, თუმცა აღფრთოვანების ნაცვლად, არაერთმა მომხმარებელმა მისი გარეგნობისა და უკიდურესი სიგამხდრის გამო შეშფოთება გამოხატა.
„ანორექსია?“ „ის ძალიან ლამაზია, მაგრამ მისი ზედმეტი სიგამხდრე უკვე შემაშფოთებლად გამოიყურება“, „გთხოვ, რამე ჭამე!“, „მეჩვენება, რომ კიდევ უფრო გამხდარია, ვიდრე ადრე“, „ვხვდები, რომ ბევრს სურს გამხდარი იყოს, მაგრამ არსებობს განსხვავება სიგამხდრესა და დაავადებას შორის. მის შემთხვევაში ეს უკვე უფრო მეორეს ჰგავს“, „ბოღმისგან დაავადდა“, – წერენ კომენტარებში.
