LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიშნობის 6 წლის იუბილე ბექჰემების უკიდურესად დაძაბული ოჯახური ვითარების ფონზე – რა პოსტებს ავრცელებენ ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

248
page

ბექჰემების ოჯახში უკიდურესად დაძაბული ვითარების ფონზე, ბრუკლინი და ნიკოლა პელტცი ნიშნობიდან 6 წლის იუბილეს აღნიშნავენ. წყვილმა ეს დღეს „ინსტაგრამზე“, ემოციური პოსტებით მოულოცა ერთმანეთს.

„არ მჯერა, რომ დღეს ჩვენი ნიშნობიდან უკვე 6 წელი გავიდა. მგონია, რომ მთელი ცხოვრება გიცნობდი. შენ ხარ ჩემი საუკეთესო მეგობარი და ჩემი მარადიული სიყვარული. ორივე ერთ ადამიანშია გაერთიანებული. მთელი გულით მიყვარხარ.

შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია და უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების გზას შენთან ერთად გავდივარ. მადლობა, რომ ისეთი განსაკუთრებული და ჯადოსნური ხარ, როგორიც ხარ“, – წერს ნიკოლა

მეუღლისთვის ემოციური სიტყვები არც თავად ბრუკლინმა დაიშურა და „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გაავრცელა.

„6 წლის წინ ჩემს საუკეთესო მეგობარს ცოლობა ვთხოვე. შენ ჩემი გოგო ხარ, ჩემი ულამაზესი ცოლი და მთელი ჩემი გული. შენთან გატარებული ყოველი დღე ყველაზე საოცარ თავგადასავალს ჰგავს და დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ ცხოვრების გზას შენთან ერთად გავდივარ.

მხოლოდ შენი არსებობით ყველაფერს უფრო ნათელს, მხიარულს, ტკბილსა და ჯადოსნურს ხდი. სიტყვებზე მეტად მიყვარხარ, ნიკოლა“. – წერს ბრუკლინი

ვიქტორია ბექჰემი მეუღლეს „მამის დღეს“ ულოცავს და ფოტოს ავრცელებს – რა ხდება ბექჰემის ოჯახში

რატომ არ გაუღო ბრუკლინმა დას კარი – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

რძლის ირონიული ჟესტი და შვილი სიდედრთან – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლას პელტცის უახლესი ფოტოები ბექჰემების განახლებული სკანდალის ფონზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები