ნიკოლა პელტცმა სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის კადრები გააზიარა. მსახიობმა და მისმა მეუღლემ, ბრუკლინ ბექჰემმა, 4 ივლისთან დაკავშირებით ღია ცის ქვეშ, აუზთან თემატური წვეულება მოაწყვეს, რომელსაც მათი ახლო მეგობრები დაესწრნენ.
„გასულ შაბათ-კვირას შესანიშნავად გავერთეთ“, – ასე დაასათაურა 31 წლის მსახიობმა ფოტოები.
პარალელურად ამისა, შვილთან და რძალთან სერიოზული კონფლიქტის ფონზე, ვიქტორია ბექჰემმა სოციალურ ქსელში მაიამიდან ახალი ფოტოები გაავრცელა და გამომწერებს საკუთარი ემოციებიც გაუზიარა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს საღამოს მაიამიში ვარ, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად და ჩემი მოდის სახლის ამ განსაკუთრებულ ღონისძიებას აღვნიშნავთ“, – წერს ვიქტორია.
„რძალ-დედამთილის შეჯიბრი“, – ასე შეაფასეს მედიასივრცეში ნიკოლასა და ვიქტორიას უახლესი ფოტოები.