LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე 45 კილო – ნიკოლა პელტცის უახლესი ფოტოები და ბალერინის როლი

116
page

ნიკოლა პელტცმა სოციალურ ქსელში ახალი კადრები გაავრცელა, რომლებიც მისი ახალი ფილმის, Prima-ს გადასაღები მოედნიდანაა. მსახიობი ფოტოებში მეუღლესთან, ბრუკლინ ბექჰემთან ერთად პოზირებს. ნიკოლას ბალერინის ფორმა აცვია და რამდენიმე კადრში საბალეტო მოძრაობებსაც ასრულებს.

„როგორი ვიყავი ბექჰემების რძლობამდე“ – ანორექსია და პლასტიკური ჩარევები – ექსპერტები ნიკოლა პელტცის რადიკალურ ცვლილებას განიხილავენ

31 წლის მსახიობი ფილმისთვის ოთხი თვის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდა. Prima დრამაა, რომლის იდეაც თავად ნიკოლას ეკუთვნის. ის პროფესიონალი ბალერინის როლს ასრულებს, რომელსაც კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის გადამწყვეტი არჩევანის გაკეთება უწევს.

გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ფოტოებში ნიკოლასთან ერთად მისი დედა, კლაუდია პელტციც გახლავთ წარმოდგენილი. მსახიობმა ფოტოების აღწერაში დაწერა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე იყო და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ლეგენდარულ ფოტოგრაფ, ენი ლაიბოვიცს თანამშრომლობისთვის.

თუმცა, ახალი ფოტოები სოციალურ ქსელში სხვა მიზეზითაც გახდა განხილვის საგანი. ბევრი გულშემატკივარი ნიკოლას მკვეთრად დაკლებულ წონას გამოეხმაურა და შეშფოთება გამოხატა. კომენტარებში წერენ, რომ მსახიობი ძალიან გამხდარია და იმედოვნებენ, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხეში არ არის.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ნიკოლა როლისთვის მკაცრი კვების რეჟიმზე იყო, რის შედეგადაც მისი წონა დაახლოებით 45 კილოგრამამდე შემცირდა.

ბრუკლინ ბექჰემმა დას დაბადების დღე ჩაუმწარა – ფოტოები ჰარპერ ბექჰემის იუბილედან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები