LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესი შვილებთან ერთად იტალიაში ისვენებს – 57 წლის ვარსკვლავის შვილმა იდენტობა შეიცვალა

225
photo-collage.png (2)

ჯენიფერ ლოპესი შვილებთან, 18 წლის ტყუპებთან, მაქსთან და ოსკართან ერთად, იტალიაში მოგზაურობს.

ვარსკვლავურმა ოჯახმა უკვე მოინახულა იტალიის რამდენიმე საკულტო ადგილი. ქსელში გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ ისინი იყვნენ რომში, სადაც კოლისეუმი დაათვალიერეს, ასევე მილანში, სადაც ლეონარდო და ვინჩისსაიდუმლო სერობა“ ნახეს და ვენეციაში, სადაც გონდოლით გაისეირნეს.

ჯეი ლომ ეს იტალიური ტურნე შვილებს კოლეჯში წასვლამდე მოუწყო.

როგორც ცნობილია, ტყუპებმა, რომლებიც ჯენიფერს მარკ ენტონისგან ჰყავს, ერთდროულად ხუთ კოლეჯში მოიპოვეს სასწავლო სტიპენდია და მალე დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ.

ლოპესმა უახლეს ინტერვიუებში აღნიშნა კიდეც, რომ მის ცხოვრებაში ძალიან სენსიტიური პერიოდია, რადგან სახლში მარტო რჩება.

აღსანიშნავია, რომ მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ოსკარი, რომელიც მანამდე ემას სახელით იყო ცნობილი.

საჯარო რეესტრისა და უნივერსიტეტის ჩანაწერების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ მან ოფიციალურად შეიცვალა სახელი და იდენტობა. ემა ტრანსგენდერია და ახლა სწორედ ოსკარი ჰქვია.

იტალიის ქუჩებში სეირნობისას 57 წლის ვარსკვლავი ტრადიციულად მოდური და ელეგანტური საზაფხულო კაბებით, თავსაფრითა და სათვალეებით გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები