LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს რა დაგმართვია?!“ – პარიზის ქუჩებში გამოჩენილ ჯეი ლოს „ლუქს“ სასტიკად უწუნებენ

107
page

ჯენიფერ ლოპესი „მაღალი მოდის კვირეულის“ ფარგლებში პარიზში ჩავიდა, სადაც ის მსოფლიოს არაერთ ცნობილ სახესთან ერთად იმყოფება. 56 წლის მომღერალმა და მსახიობმა სოციალურ ქსელში მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც გააზიარა.

ვარსკვლავი საფრანგეთის დედაქალაქში ბუმბულით გაფორმებული პიჯაკით „ბრათი“ და შორტით გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პარიზში ამ დღეებში უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, ლოპესმა სწორედ ასეთი სამოსი შეარჩია და კრიტიკაც დაიმსახურა.

„ეს რა დაგმართვია?!“, „ამ ლუქს მაღალ მოდასთან რაიმე საერთო აქვს?“, „მისი გემოვნება რეგრესშია“, – არ წყდება კომენტარები.

მომღერალს თან ახლდა მისი 55 წლის და, ლინდა ლოპესი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებს ჯენიფერმა ასეთი წარწერა დაურთო: „დები პარიზს იპყრობენ“.

„ზოგჯერ ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც საჭიროა“ – ჯეი ლო ბენ აფლეკს ადანაშაულებს? – 56 წლის ვარსკვლავის ინტერვიუ

„ზედმეტად ვულგარული“ – ჯეი ლო უახლესი ფოტოების გამო კრიტიკის ობიექტი ხდება

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები