LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: როცა გადაწყვიტე საღამოს მთავარი სენსაცია გახდე – 57 წლის ჯეი ლოს გრაციოზული გამოჩენა ქვებით მოოჭვილ კაბაში Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე

147
page

სიცილიაში Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ის გრანდიოზულ ჩვენება გაიმართა, რომელსაც უამრავი ვარსკვლავი დაესწრო.

საღამოს მთავარი ყურადღება ჯენიფერ ლოპესმა მიიპყრო. 57 წლის მომღერალი და მსახიობი ოქროსფერი, ბრჭყვიალა კაბით გამოჩნდა და ფოტოგრაფების ერთ-ერთი მთავარი ობიექტიც გახდა.

მას ეცვა კაბა, რომელიც მთლიანად დიდი, ფერადი ძვირფასი ქვებით იყო მორთული, რაც მას მოზაიკურ იერს სძენდა. მას აგრეთვე მხრებზე ოქროსფერი, ბრჭყვიალა მოსასხამი ჰქონდა მოხურული.

ღონისძიებას ასევე დაესწრო მონიკა ბელუჩიც, რომელიც Dolce & Gabbana-ს მრავალწლიანი მუზაა. ის პოდიუმზე უმცროსი ქალიშვილის, ლეონის გამოსვლას ადევნებდა თვალს.

„ეს რა დაგმართვია?!“ – პარიზის ქუჩებში გამოჩენილ ჯეი ლოს „ლუქს“ სასტიკად უწუნებენ

„ზედმეტად ვულგარული“ – ჯეი ლო უახლესი ფოტოების გამო კრიტიკის ობიექტი ხდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები