LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექს როდრიგესი გვაჩვენებს, რა დაკარგა ჯეი ლომ – სპორტსმენი ახალგაზრდა ქალთან მხურვალე კოცნის დროს გადაიღეს

1041
page

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი საქმრო, ალექს როდრიგესი ვარსკვლავებით სავსე წვეულებაზე უცნობ ქალთან ერთად დააფიქსირეს. პაპარაცებმა თეთრ სამოსში გამოწყობილი წყვილი მხურვალე კოცნის დროს გადაიღეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც როდრიგესი ქალებთან ერთად შენიშნეს. მაისში ჯეი ლოს ყოფილი საქმრო, ნიუ-იორკის პოპულარულ რესტორან, Corner Store-ში ერთდროულად რამდენიმე ქალთან ფლირტის დროს დააფიქსირეს.

ცნობისთვის, როდრიგესი ცოტა ხნის წინ პარტნიორს, ჟაკლინ კორდეიროს დაშორდა. წყვილი სამი წლის განმავლობაში იყო ერთად.

„რევანში მამაკაცურად“ – ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილთან ერთად გამოჩნდა

შეგახსენებთ, როდესაც ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა 20 წლის შემდეგ რომანი განაახლეს, ჯენიფერი ალექს როდრიგესზე იყო დანიშნული. ჯეი ლომ ის სწორედ ბენის გამო მიატოვა.

მედია ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ფოტოებმა მოიცვა – სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ, რომ არტისტი ყოფილ საქმროს დაუბრუნდა

„ნება შენია, ან ერთი გზით წახვალ, ან მეორეს აირჩევ…“ – ალექს როდრიგესი „ბენიფერის“ განშორების შესახებ კომენტარს აკეთებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები