LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის 20 წლის ქალიშვილმა, სურიმ მამის გვარზე უარი ოფიციალურად თქვა

109
photo-collage.png (61)

ჰოლივუდის ვარსკვლავების, ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის 20 წლის ქალიშვილმა, სურიმ, მამის გვარზე უარი იურიდიულად თქვა.

მედიის მიერ მოპოვებული საარჩევნო რეგისტრაციის დოკუმენტების მიხედვით, მისი ახალი კანონიერი სახელი და გვარია – სური ნოელი.

აღსანიშნავია, რომ „ნოელი“ დედის, ქეით ჰოლმსის მეორე სახელი გახლავთ.

ტომ კრუზი და ქეით ჰოლმსი 2012 წელს განქორწინდნენ. მას შემდეგ სური მამისგან გაუცხოებულია და ტომს ქალიშვილთან კონტაქტი 7 წლის ასაკიდან აღარ ჰქონია. გოგონა ძირითადად ნიუ-იორკში, დედამ გაზარდა.

სურიმ ახალი სახელის გამოყენება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისიდან დაიწყო. ახლა უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, რომ სახელი მან იურიდიულადაც შეიცვალა, რადგან პენსილვანიის შტატში, სადაც ამჟამად კარნეგი-მელონის უნივერსიტეტში სწავლობს, ხმის მისაცემად სწორედ სური ნოელის სახელით დარეგისტრირდა, რაც კანონით მხოლოდ ოფიციალური სახელის არსებობისასაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, სური არ არის ერთადერთი ვარსკვლავური შვილი, ვინც მამის გვარზე უარი თქვა. მსგავსი ნაბიჯი ბოლო დროს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის შვილებმაც – შაილომ და ვივიენმა – გადადგეს და პიტის გვარი ოფიციალურად მოიშორეს.

შეგახსენებთ, რომ ტომ კრუზისა და ქეით ჰოლმსის განქორწინება მედიის მთავარი სენსაცია გახდა, რადგან ის ჰგავდა დრამატულ, საიდუმლო სპეცოპერაციას, რომლის მთავარი მიზეზიც, საენტოლოგიის ეკლესია იყო.

ქეით ჰოლმსს საენტოლოგიის ეკლესიისგან ქალიშვილის დაცვა სურდა, ტომ კრუზი კი ამ რელიგიური ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია.

განქორწინების პროცესი ჰოლმსმა კრუზისგან მალულად დაგეგმა. კრუზმა განქორწინების შესახებ მაშინ გაიგო, როცა ისლანდიაში ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. ქეითმა სარჩელი ნიუ-იორკში შეიტანა, რადგან ამ შტატის სასამართლოები ბავშვის მეურვეობის საკითხში დედის მხარეს უფრო ხშირად იჭერენ, ვიდრე კალიფორნიაში, სადაც საენტოლოგებს დიდი გავლენა ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მილიონობით დოლარი და მსოფლიო ვარსკვლავების რეპუტაცია ფიგურირებდა, განქორწინება წარმოუდგენლად სწრაფად, სულ რაღაც 11 დღეში გაფორმდა. კრუზი დათანხმდა ქეითის პირობებს, რათა სასამართლო პროცესი საჯარო არ გამხდარიყო და საენტოლოგიის ეკლესიის საიდუმლოებები მედიაში არ გაჟონილიყო. შეთანხმების მიხედვით სრული მეურვეობა დედას დარჩა. სური კრუზი 6 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები დაშორდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები