„ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ დევიდ ბექჰემის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაზე ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ფეხბურთის ლეგენდა, არამედ მისი მეუღლე, ვიქტორია ბექჰემი და ოჯახის ახლო მეგობარი, ტომ კრუზი აღმოჩნდნენ.
ცერემონიის დროს ვიქტორია ტომის გვერდით იჯდა, ერთ მომენტში კრუზმა მას მეგობრულად მხარზე ხელი დაადო შემდეგ კი ხელზე აკოცა. სწორედ ეს ჟესტი იქცა საოცრად სენსიტიურ და დასამახსოვრებელ მომენტად, ვიდეომ კი ინტერნეტსივრცე დაიპყრო.
ცნობისთვის, ბექჰემებისა და ტომ კრუზის მრავალწლიანი მეგობრობა 2007 წელს დაიწყო, როდესაც ბექჰემების ოჯახი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მას შემდეგ ისინი არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ერთად გამოჩენილან და წლებია ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ.
დევიდ ბექჰემს ვაჟთან კონფლიქტის შესახებ შეკითხვა პირდაპირ დაუსვეს – გულგატეხილი მამის კომენტარი