დევიდ ბექჰემმა უარი თქვა საჯარო კომენტარის გაკეთებაზე ვაჟთან, ბრუკლინ ბექჰემთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დაძაბულობაზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიური განხილვის თემაა.
ახალ ვიდეოში ბრუკლინ ბექჰემი საკუთარ ოჯახს დასცინის – დევიდი და ვიქტორია შოკირებულები არიან
Variety-თვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, ჟურნალისტმა მას პირდაპირ ჰკითხა, რა გავლენა მოახდინა ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებულმა „მწვავე“ და „დაუნდობელმა“ მედია გაშუქებამ ოჯახზე.
თუმცა, დევიდმა საუბრის გაგრძელება არ ისურვა და პირდაპირ განაცხადა:
„სიმართლე გითხრათ, აქ უნდა შეგაჩეროთ. ეს პირადი საკითხია. ეს არის ერთადერთი თემა, რომელზე საუბარიც არ მსურს“.
ბექჰემის მოკლე, მაგრამ მკაფიო პასუხმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის ოჯახური პრობლემების საჯაროდ განხილვას თავს არიდებს.
ინტერვიუს გამოქვეყნება დაემთხვა დევიდ ბექჰემისთვის მნიშვნელოვან და საზეიმო მოვლენას. 51 წლის ვარსკვლავს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ საკუთარი ვარსკვლავი გაუხსნეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო ცერემონიალზე მისი ყველა ოჯახის წევრი იმყოფებოდა, გარდა უფროსი ვაჟისა.
„გულგატეხილი ბავშვი“ – ძმასთან სტუმრად მისულ ჰარპერ ბექჰემსს ბრუკლინმა კარი არ გაუღო
ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ


