ბრუკლინ ბექჰემმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ახალი სარეკლამო ვიდეოთი კიდევ უფრო გააღრმავა საუბრები მასსა და მისი ოჯახის წევრებს შორის არსებულ უკიდურესად დაძაბულ ურთიერთობაზე.
„გულგატეხილი ბავშვი“ – ძმასთან სტუმრად მისულ ჰარპერ ბექჰემსს ბრუკლინმა კარი არ გაუღო
ვიდეო, რომელიც სწრაფი კვების მიტანის სერვისის DoorDash-თან თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, ბევრის აზრით, პირდაპირ მინიშნებებს შეიცავს ოჯახურ კონფლიქტზე.
რეკლამაში ბრუკლინი კამერის წინ თითქოს ირონიული ღიმილით ამბობს:
„ალბათ გაინტერესებთ, რატომ ვუყურებ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სახლიდან… ეს გრძელი ისტორიაა…“
ვიდეოს დასასრულს ეკრანზე ჩნდება წარწერა:
„ეს რთულია, მალე მეტს გაიგებთ“, რამაც საზოგადოებაში გააჩინა მოლოდინი, რომ მსგავსი შინაარსის ახალი სარეკლამო კამპანიებიც იგეგმება.
რეკლამამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ბექჰემების ოჯახის გარემოცვაში. ოჯახის ახლობელმა ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან საუბრისას განაცხადა, რომ ოჯახური გაუცხოების თემაზე ხუმრობა მაშინ, როდესაც ოჯახის წევრები მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებიან, შოკისმომგვრელია.
მისი თქმით:
„ოჯახთან გაუცხოებაზე რეკლამის აგება, თითქოს ეს ხუმრობა იყოს, მაშინ როცა ოჯახი განადგურებულია და მისი და-ძმა და ბებია-ბაბუა ამ ყველაფერს ძალიან განიცდიან, ნამდვილად შემაშფოთებელია. მით უმეტეს იმ ადამიანისგან, რომელიც ამტკიცებს, რომ მშვიდობა და პირადი ცხოვრების დაცვა სურს.“
გავრცელებული ინფორმაციით, ბრუკლინმა ბოლო თვეებში არაერთხელ თქვა უარი მშობლებთან, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებთან, ასევე ძმებთან და დასთან შერიგების მცდელობებზე.
ვიდეოში მაყურებელმა რამდენიმე სიმბოლური დეტალიც შენიშნა. ერთ-ერთი მათგანი საათს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინი ხშირად ატარებდა ძვირადღირებულ, Patek Philippe Nautilus-ს, რომელიც მას მამამ აჩუქა, ახალ ვიდეოში ის თითქოს ამ კავშირს ემიჯნება და ყურადღებას სხვა საათზე ამახვილებს.
ვიქტორია ბექჰემის პირველი ოფიციალური განცხადება შვილთან კონფლიქტის შესახებ
