ჰოლივუდის ვარსკვლავმა, ტომ კრუზმა ოსკაროსანი რეჟისორის, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ახალ შავ კომედიაში „დიგერი“ (Digger) მთავარი როლი შეასრულა.
ფილმის ცენტრში დიგერ როკველია, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რომელიც მას შემდეგ, რაც მის მიერ გამოწვეული კატასტროფა კაცობრიობას საფრთხეს შეუქმნის, სასოწარკვეთილ ბრძოლას იწყებს, რათა დაამტკიცოს, რომ სწორედ ის არის კაცობრიობის მხსნელი. ფილმი აერთიანებს შავ იუმორს, დრამასა და პოლიტიკურ სატირას.
აღსანიშნავია, რომ ტომი 64 წლისაა და არავისთვისაა სიახლე, რომ ის ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურება, თუმცა 60 წლის პერსონაჟის სათამაშოდ მისი სპეციალური გრიმით დაბერება გახდა საჭირო.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 2 ოქტომბერს გაიმართება.
ჭეშმარიტი, ვარსკვლავური მეგობრობა – ტომ კრუიზისა და ვიქტორია ბექჰემის ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს


