LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა – წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება

721
Samsung

22 ივლისს, ლონდონში, Samsung-მა თამაშის წესები კიდევ ერთხელ შეცვალა და დასაკეცი მოწყობილობების სრულიად ახალი სტანდარტი – Galaxy Z Fold8 Ultra, Fold8 და Flip8 წარადგინა. ეს უბრალოდ რიგითი სმარტფონი არაა, არამედ შენს საჭიროებებზე მორგებული, ინტელექტითა და უპრეცედენტო შესაძლებლობებით სავსე ახალი გამოცდილება.

დღეიდან, ოფიციალური Galaxy Z სერიის სმარტფონების გაყიდვების დაწყებასთან ერთად მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებებიც ელოდებათ. სამივე მოდელს საჩუქრად მოჰყვება Google AI Pro-ს 6-თვიანი უფასო აქტივაცია, რომელიც აერთიანებს AI ფუნქციებსა და 5TB Cloud მეხსიერებას. ამასთან, Galaxy Z Fold8 Ultra-ისა და Galaxy Z Fold8-ის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებენ Galaxy Buds4 Pro-ს, ხოლო Galaxy Z Flip8-ის შეძენისას – Galaxy Buds4-ს. ნებისმიერ მომხმარებელს ასევე შეუძლია, ყურსასმენის ნაცვლად, აირჩიოს უახლესი Galaxy Watch9 ან Galaxy Watch Ultra2 50%-მდე ფასდაკლებით.

თუ ეკრანის გახსნასთან ერთად მაქსიმალური პროდუქტიულობის მიღება გსურს, ახალი ულტრა პრემიუმ კლასის Galaxy Z Fold8 Ultra ნამდვილად გაგაოცებს. წარმოიდგინე 8-ინჩიანი უზარმაზარი სამუშაო სივრცე, რომელიც გახსნილ მდგომარეობაში სულ რაღაც 4.1 მილიმეტრი სისქისაა და მხოლოდ 215 გრამს იწონის. ინოვაციური Flex Titanium ტექნოლოგიის დახმარებით, ეკრანი წარმოუდგენლად თხელი და გამძლეა, მასზე არსებული ნაკეცი კი პრაქტიკულად შეუმჩნეველი. ამას ემატება კამერების უმაღლესი დონის სისტემა 200-მეგაპიქსელიანი მთავარი ლინზითა და 8K ვიდეოს ჩაწერის შესაძლებლობით, რაც კონტენტის შექმნას პროფესიონალურ საფეხურზე აიყვანს.

გსურს სმარტფონი, რომელიც ერთნაირად მოსახერხებელია როგორც ყოველდღიური სწრაფი საქმეებისთვის, ისე ფილმების საყურებლად და თამაშებისთვის? მაშინ Galaxy Z Fold8 შენთვისაა. მიუხედავად იმისა, რომ ის Samsung-ის აქამდე შექმნილ Fold-ებს შორის ყველაზე მსუბუქია და სულ რაღაც 201 გრამს იწონის, მასში Snapdragon® 8 Elite Gen 5 პროცესორი და უფრო დიდი, 4800 mAh-იანი ელემენტი იმალება. მისი ეკრანის პროპორციები იდეალურადაა მორგებული შენს ყოველდღიურობაზე: დაკეცილ მდგომარეობაში 10:16 ეკრანი სოციალური ქსელებისთვისაა შექმნილი, ხოლო გაშლილი 4:3 ეკრანი ფილმებსა და თამაშებში მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ინოვაციური My FanCam ფუნქცია ავტომატურად მიჰყვება მოძრავ ობიექტს და კადრს სოციალური ქსელებისთვის იდეალურ ფორმატში თავად ჭრის, Dual Recording კი საშუალებას გაძლევს, მოვლენა და შენი რეაქცია ორივე მხრიდან ერთდროულად დააფიქსირო.

მათთვის კი, ვინც დინამიკურობასა და თვითგამოხატვას ანიჭებს უპირატესობას, სერიის ყველაზე თხელი და მსუბუქი Galaxy Z Flip8 შეიქმნა. მისი ერთ-ერთი განსაკუთრებული ეფექტი ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული გარე ეკრანი, ანუ FlexWindow-ია. ახლა უკვე ტელეფონის გაუხსნელად, პირდაპირ გარე ეკრანიდან შეგიძლია მართო აპლიკაციები და Gemini Intelligence-ის დახმარებით შეასრულო ისეთი დავალებები, როგორიცაა ბილეთების მოძიება თუ მაგიდის დაჯავშნა 40-ზე მეტ მხარდაჭერილ აპლიკაციაში. 50 მეგაპიქსელიანი კამერა და Flex Mode საშუალებას გაძლევს, გადაიღო იდეალური კადრები ნებისმიერი რაკურსით, დამატებითი აღჭურვილობის გარეშე.

Galaxy AI-ის შესაძლებლობები კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, როცა შენს ახალ დასაკეც სმარტფონს Galaxy Watch Ultra2-ს ან Galaxy Watch9 სერიას უკავშირებ. ამ სინქრონიზაციის დახმარებით, ხელოვნური ინტელექტი მთელი დღის განმავლობაში შეუფერხებლად გაწვდის პერსონალიზებულ ინფორმაციას შენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, გეხმარება ყოველდღიური რუტინის მართვაში და მოწყობილობებს შორის გადართვას მაქსიმალურად კომფორტულს ხდის.

ხელოვნური ინტელექტი ამ მოწყობილობებში ყველგანაა – ის ერგება შენს რუტინასა და ინტერესებს, რათა ყოველდღიურ გამოწვევებს მარტივად გაუმკლავდე. ამასთან ერთად, ახალ დასაკეც მოწყობილობასთან ერთად გეძლევა Google AI Pro-ს 6-თვიანი უფასო ვერსია და 5 TB Cloud მეხსიერება.

შეარჩიე სასურველი მოწყობილობა და დაელოდე Galaxy Z სერიას სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში:

  • Alta
  • Elite
  • Megatechnica
  • Kontakt Home

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები