LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BTS-მა 2027 წლის „გრემის“ ნომინაციებზე უარი თქვა – გადაწყვეტილება პროტესტს უკავშირდება

113
photo-collage.png (62)

სამხრეთკორეული K-pop ფენომენი, BTS 2027 წლის ,,გრემიზე” ახალ ალბომს – Arirang არ წარადგენს. ჯგუფმა ნომინაციებზე უარი ოფიციალურად და პროტესტის ნიშნად თქვა.

ბენდის ეს გადაწყვეტილება ,,გრემიზე” ახალი, აზიურ ბაზარზე ფოკუსირებული კატეგორიების, მათ შორის Best Asian Pop Music Performance შემოღებას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ სიახლეს საზოგადოებისა და კრიტიკოსების მხრიდანაც მწვავე რეაქცია მოჰყვა.

ამ ინფორმაციის გასავრცელებლად, კოლექტივის შვიდივე წევრმა ერთობლივად, საკუთარ პერსონალურ სოციალურ ქსელებში დაწერა.

ჩვენი სურვილია, რომ ჩვენი მუსიკა მოისმინონ და შეიყვარონ იმის გამო, რაც არის, ნაცვლად იმისა, რომ ის რეგიონებისა თუ ენების მიხედვით იყოს დაყოფილი“ – აღნიშნულია მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

,,გრემის” ხუთი ახალი ნომინაცია დაემატა

შეგახსენებთ, რომ BTS-მა მეექვსე კორეული და მეათე საერთო სტუდიური ალბომი –
Arirang, 20 მარტს გამოუშვა. ეს არის პირველი სრული ალბომი თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რაც ჯგუფის წევრებმა სამხედრო სამსახური დაასრულეს. ბენდი ამჟამად გრანდიოზულ მსოფლიო ტურნეშია, რომელიც 9 აპრილს დაიწყო და მომავალი წლის 16 მარტამდე გასტანს.

BTS-მა ახალი ალბომი გამოუშვა – ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ტრავმა მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები