LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,გრემის” აღმასრულებელი დირექტორი BTS-ის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

140
photo-collage.png (63)

სამხრეთკორეული K-pop პოპ-ფენომენის, BTS-ის გადაწყვეტილებას ხმის ჩამწერი აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი, ჰარვი მეისონ უმცროსი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.

BTS-მა 2027 წლის „გრემის“ ნომინაციებზე უარი თქვა – გადაწყვეტილება პროტესტს უკავშირდება

აკადემიის ხელმძღვანელმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა, თუმცა აღნიშნა, რომ ჯგუფის ნაბიჯს გაგებით ეკიდება.

მან უარყო ბრალდება მუსიკოსების დისკრიმინაციის შესახებ და განმარტა, რომ ახალი ნომინაციების მიზანი საპირისპიროა.

ჰარვი მეისონ უმცროსმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აკადემია მზად არის, გააგრძელოს დიალოგი გლობალურ მუსიკალურ საზოგადოებასთან, რათა ჯილდო მაქსიმალურად ასახავდეს იმ შემოქმედებას, რომელიც მსოფლიოს აერთიანებს.

,,Asian Pop კატეგორია შეიქმნა იმისთვის, რომ აღინიშნოს აზიური პოპ-მუსიკის მრავალფეროვნება, მასშტაბური განვითარება და გამორჩეული შემოქმედება. ამ კატეგორიის მიზანი არ არის არტისტების გამიჯვნა, პირიქით, მისი არსებობა უფრო მეტი მუსიკოსისა და მათი ნამუშევრების აღიარებას ემსახურება.

რაც უფრო მეტი კატეგორია არსებობს, მით უფრო მეტ არტისტს ეძლევა შესაძლებლობა, მისი შემოქმედება Grammy-ის 15 000-მა ამომრჩეველმა შეაფასოს და აღიაროს.

ასევე მსურს მკაფიოდ განვაცხადო, რომ მუსიკის Asian Pop, Jazz, Country ან სხვა ჟანრობრივ კატეგორიაში წარდგენა არ ზღუდავს არტისტს, ერთდროულად იყოს წარდგენილი General Field-შიც.

ეს ნომინაციები კვლავ ღიაა ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერისთვის, ჟანრის მიუხედავად. შესაბამისად, ჟანრობრივ კატეგორიაში მონაწილეობა და მთავარ ნომინაციებზე წარდგენა ერთმანეთს არ გამორიცხავს, არტისტს შეუძლია ორივე მიმართულებით იბრძოლოს.” – აღნიშნა მან.

ეს განცხადება მოჰყვა კოლექტივის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2027 წლის ,,გრემიზე” ახალ ალბომს – Arirang არ წარადგენს. ბენდმა ნომინაციებზე უარი ოფიციალურად და პროტესტის ნიშნად თქვა. BTS-ის პროტესტი გამოიწვია აკადემიის მიერ შემოღებულმა ახალმა, აზიურ ბაზარზე ფოკუსირებულმა კატეგორიებმა, რაც ჯგუფის აზრით, მუსიკას ენისა და რეგიონის მიხედვით ყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები