LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიქტორია ბექჰემი მეუღლეს „მამის დღეს“ ულოცავს და ფოტოს ავრცელებს – რა ხდება ბექჰემის ოჯახში

174
8 საშობაო ჰიტი, რომელიც ახალი წლის განწყობას გიქმნით (25)

ვიქტორია ბექჰემმა მეუღლეს, დევიდ ბექჰემს „მამის დღე“ განსაკუთრებული პოსტით მიულოცა და სოციალურ ქსელში ოჯახური არქივიდან შერჩეული ფოტო გამოაქვეყნა.

სურათზე დევიდ ბექჰემი შვილებთან, ბრუკლინთან, რომეოსთან, კუზთან და ჰარპერსთან ერთად არის აღბეჭდილი.

რატომ არ გაუღო ბრუკლინმა დას კარი – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლა პელტცის წარმომადგენლები განცხადებას აკეთებენ

მამის დღის მისალოც ტექსტში ვიქტორიამ საყვარელი მეუღლისთვის თბილი სიტყვებიც არ დაუშურა.

„დევიდ, შენ ნამდვილად საუკეთესო მამა ხარ. შენი ყველაზე დიდი მიღწევა ყოველთვის ჩვენი საოცარი შვილები იყვნენ და ასე დარჩება. ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. გილოცავ მამის დღეს!“

რძლის ირონიული ჟესტი და შვილი სიდედრთან – ბრუკლინ ბექჰემისა და ნიკოლას პელტცის უახლესი ფოტოები ბექჰემების განახლებული სკანდალის ფონზე

წყაროს ცნობით, მამის დღე დევიდისთვის არ მიულოცავს უფროს ვაჟს, ბრუკლინს. ბექჰემების ოჯახური დაძაბულობა ბოლო პერიოდში პიკს აღწევს.

დევიდ ბექჰემს „ჰოლივუდის დიდების ხეივანში“ ვარსკვლავი გაუხსნეს, თუმცა ამ მნიშვნელოვან ცერემონიას არ დასწრებია მისი უფროსი ვაჟი, ცერემონიის შემდეგ, ჰარპერი ძმას სახლში ესტუმრა, რომელიც „ჰოლივუდის დიდების ხეივნიდან“ დაახლოებით 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თუმცა მას კარი არავინ გაუღო.

ახალ ვიდეოში ბრუკლინ ბექჰემი საკუთარ ოჯახს დასცინის – დევიდი და ვიქტორია შოკირებულები არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები