LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი დარტყმა მშობლებს – „ბედნიერი ვარ, რომ დღეს შენთან ვარ…“ – როგორ მიულოცა ბრუკლინ ბექჰემმა სიმამრს იუბილე

168
page

დევიდ და ვიქტორია ბექჰემების უფროსი ვაჟი, 27 წლის ბრუკლინ ბექჰემი, მშობლებსა და საკუთარ ოჯახს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თავისი სიმამრის, მილიარდერი, ნელსონ პელტცის, 83 წლის იუბილეს დაესწრო.

„დამანებეთ თავი!“ – ბრუკლინ ბექჰემი გაცეცხლებულია დევიდსა და ვიქტორიაზე – უახლესი ამბები ბექჰემის ოჯახის შესახებ

საიუბილეო ღონისძიებაზე ნელსონ პელტცის სამივე ქორწინებიდან დაბადებული ათი შვილიდან უმრავლესობა და ოჯახის ახლო მეგობრები შეიკრიბნენ. ზეიმიდან ფოტოები იუბილარის ქალიშვილმა, 31 წლის ნიკოლა პელტცმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„გილოცავ დაბადების დღეს, მამა! უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ გავიზარდე და მთელი ცხოვრება შენს მაგალითს ვუყურებდი. შენ საუკეთესო მამა ხარ, რომელზეც ვინმეს ოცნება შეუძლია. შენ უპირობოდ გიყვარს თითოეული ჩვენგანი, გვაძლევ მოტივაციას, მივყვეთ ჩვენს ოცნებებს და ყოველთვის გვახსენებ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კარგ ადამიანად დარჩენაა. იმაზე მეტად მიყვარხარ, ვიდრე წარმოგიდგენია. იმედი მაქვს, ყველა შენი სურვილი ახდება და ეს წელი შენთვის საუკეთესო იქნება, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებ“, – მიმართა ნიკოლამ მამას.

თბილის სიტყვები არ დაუშურებია თავად ბრუკლინსაც. მას „სთორიში“ სიმამრთან გადაღებული ფოტო გაავრცელა.

„ნელსონ, დაბადების დღეს გილოცავ, ბედნიერი ვარ, რომ დღეს შენთან ვარ. ძალიან მიყვარხარ, შენ საუკეთესო სიმამრი ხარ“, – წერს ბრუკლინი.

„ჩემი ოჯახი ბოლო დროს პრესაშია? ერთს გეტყვით…“ – მილიარდერი ნელსონ პელტცი დუმილს არღვევს და ბექჰემების სკანდალზე საუბრობს

ნიშნობის 6 წლის იუბილე ბექჰემების უკიდურესად დაძაბული ოჯახური ვითარების ფონზე – რა პოსტებს ავრცელებენ ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელტცი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები