ბრუკლინ ბექჰემი, გავრცელებული ინფორმაციით, გაცეცხლებული და ძალიან უკმაყოფილოა მას შემდეგ, რაც მისმა მშობლებმა, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებმა, „მამის დღის“ აღსანიშნავ პოსტებში ის კვლავ მოიხსენიეს.
ვიქტორია ბექჰემი მეუღლეს „მამის დღეს“ ულოცავს და ფოტოს ავრცელებს – რა ხდება ბექჰემის ოჯახში
დევიდ ბექჰემმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ძველი ფოტო, სადაც ის პატარა ბრუკლინთან ერთად არის აღბეჭდილი. ასევე, მან გააზიარა ოჯახის საერთო სურათი, რომელზეც ოთხივე შვილია წარმოდგენილი. პოსტს თან ერთვოდა ემოციური წარწერა:
„მამობა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა. მიყვარხართ ყველა. მადლობა, ვიქტორია, ჩვენი საოცარი ოჯახისთვის.“
ვიქტორია ბექჰემმაც მიულოცა ქმარს „მამების დღე“ და შვილების ფოტო გაავრცელა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრუკლინ ბექჰემს საჯაროდ კომენტარი არ გაუკეთებია, უცხოური მედიის ცნობით, ის შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა. გამოცემასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ 26 წლის ბექჰემი მშობლების ქმედებებით „ძალიან გაღიზიანდა“.
„ის გაბრაზებულია. არაერთხელ სთხოვა მშობლებს, რომ თავი დაენებებინათ მისთვის, მაგრამ ისინი კვლავ აქვეყნებენ მის ფოტოებს და ახსენებენ სოციალურ ქსელებში“, – აღნიშნა წყარომ.
ბოლო თვეებში ბექჰემების ოჯახში ურთიერთობების დაძაბულობის შესახებ არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. მედიის ცნობით, ბრუკლინსა და მის მშობლებს შორის აღარანაირი კომუნიკაცია აღარ არის.
ახალ ვიდეოში ბრუკლინ ბექჰემი საკუთარ ოჯახს დასცინის – დევიდი და ვიქტორია შოკირებულები არიან

