LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 გარდაცვლილი და ათობით დაშავებული – მსხვერპლს შორის სამართალდამცველებიც არიან

77

სულ მცირე 20 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე ათეული დაშავდა ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბომბი ბანკის წინ, მანქანაში აფეთქდა.

შეიარაღებული თავდამსხმელები ბანკში შევიდნენ და ამ წუთებში შენობიდან სროლის ხმა ისმის. გარდაცვლილებს შორის არის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამართალდამცველები.

ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, ვინ განახორციელა ტერაქტი, თუმცა ბოლო თვეების მანძილზე ავღანეთში „ისლამურმა სახელმწიფომ“ და თალიბანმა არაერთი ტერორისტული აქტი მოაწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები