LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ივლისიდან MAN-ის ავტობუსები თბილისის თითქმის ყველა უბანში გამოჩნდება

83

თბილისის ახალი ავტობაზა გაიხსნა – შესაბამისად, MAN–ის ავტობუსები, რომლებიც ამ დრომდე უფუნქციოები იყვნენ თბილისის ქუჩებში გამჩნდებიან.

20 ივლისიდან 25 ივლისამდე პერიოდში ახალი ავტობუსები N24, N33, N88, N140 და N150 ხაზებზე გავა. მოგვიანებით კი, MAN-ის ავტობუსები N14, N21 და N23 მარშრუტებს დაემატება.

 

მარშრუტები, რომლებზეც ახალი ავტობუსები დაემატება:

№ 14 დიდი დიღომი IV მ/რ > პეტრე იბერის ქ. > იოანე პეტრიწის ქ. > ფარნავაზ მეფის გამზირი > დ. აღმაშენებლის ხეივანი > გაგარინის ქ. > ჟ. შარტავას ქ. > სააკაძის მ-ნი > კოსტავას ქ. > პეკინის > ვარაზის ხევი > მელიქიშვილის გამზირი > რუსთაველის გამზირი > ბარათაშვილის ქ. (10 ერთეული)

№ 21 სახ. უნივერსიტეტის მ/კ > სანდრო ეულის ქ. > ვაჟა ფშაველას გამზირი > ყაზბეგის გამზირი > თამარაშვილის ქ. > ჭავჭავაძის გამზირი > კოსტავას ქ. > თამარ მეფის გამზირი > წინამძღვრიშვილის ქ. > წერეთლის გამზირი > მ/ს “დიდუბე” (ქვედა) > რობაქიძის გამზირი > პაიჭაძის ქ. > ლუბლიანას ქ. > ჭიაურელის ქ. > ბელიაშვილის ქ. > ფარნავაზ მეფის გამზირი > იოანე პეტრიწის ქ. > დიდი დიღმის III-IV მ/რ (11 ერთეული)

№23  გლდანის VII – VIII მ/რ > ხიზანიშვილის ქ. > მ/ს “ახმეტელის თეატრი” > ვასაძის ქ. > ქერჩის ქ. > გურამიშვილის გამზირი > ც. დადიანის ქ. > ჩიტაიას ქ. > მაზნიაშვილის ქ. > ი. ჯავახიშვილის ქ. > გოგიბერიძის ქ. > ზაარბრიუკენის მოედანი > ორბელიანის მოედანი(10 ერთეული)

№ 88 მარშრუტი: ნუცუბიძის მე-2-4 მ/რაიონი > ქავთარაძის ქ. > თამარაშვილის ქ .> ვაკე – რუსთაველის გამზირი > ბარათაშვილის ქ. (11 ერთეული)

№24 მარშრუტი: გლდანის დასახლება > დიღმის მასივი> მარშალ გელოვანის გამზირი> ჟვანიას მოედანი > ვაჟა ფშაველას გამზირი > ქავთარაძის ქ. > თსუ-ის მაღლივი კორპუსი ( 11 ერთეული);

№ 33 მარშრუტი: გლდანის დასახლება > სანზონა > წერეთლის გამზირი > დავით აღმაშენებლის გამზირი > ვარდების მოედანი > რუსთაველის გამზირი > ბარათაშვილის ქ. (10 ერთეული);

№140 მარშრუტი: ბარათაშვილის ქ. > რუსთაველის გამზირი > ვაკე > თამარაშვილის ქ. > ვაჟა ფშაველას გამზირი > ქავთარაძის ქ. > პოლიტკოვსკაიას ქ.(11 ერთეული);

№150 მარშრუტი: ბარათაშვილის ქ. > რუსთაველის გამზირი > კოსტავას ქ. > საბურთალოს დასახლება > ვაჟა ფშაველას გამზირი > თსუ-ის მაღლივი კორპუსი (11 ერთეული).

გამოთავისუფლებული დიდი და საშუალო ზომის ყვითელი ავტობუსები, იმ მარშრუტებზე დაემატება, სადაც ამის საჭიროება იქნება. ზოგიერთი მათგანი კი შესაძლოა, საერთოდ ჩამოსაწერი გახდეს.

თბილისის მერიამ MAN-ის ავტობუსები EBRD-ის 27 მლნ-იანი და G5B-ის 7 მილიონიანი გრანტით შეიძინა. ავტობუსების თბილისში შემოყვანა სრულად, მარტში დასრულდა.

თბილისის მერიამ დონორებთან მუშაობა 2015 წლის აპრილიდან დაიწყო ავტობუსების ჩანაცვლების პროექტზე, შეთანხმება 2015 წლის დეკემბერში მოხდა, 2016 წლის აპრილში გამარჯვებული – გერმანული კომპანია MAN გამოვლინდა. პირველი 10 ავტობუსი თბილისის მერიამ 2016 წლის სექტემბერში მიიღო, შემდეგი 133 ეტაპობრივად, 2016 წლის ნოემბერ–დეკემბერში და 2017 წლის თებერვალ – მაისში.

ავტობაზის შენებლობა კი 2016 წლის ზაფხულის ბოლოდან დაიწყო. ავტობაზა, რომელიც დღეს უკვე გაიხსნა მოიცავს დიდ დიღომში 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 377 ავტობუსზე გათვლილ სადგომს, თანამედროვე ტექნოლოგიების სამრეცხაოს, გაზგასამართი სადგურს და MAN–ის ავტორიზებულ სარემონტო ცენტრს.

პოპულალურები