LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

200 მილიონიანი პროექტი იწყება – ახალი 2 ზოლი ქუთაისის შემოვლით გზაზე

108

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქუთაისის შემოვლითი გზის ახალი 41,3 კილომეტრიანი ორი ზოლის მშენებლობას იწყებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პროექტს სრულად დააფინანსებს სახელმწიფო და მისი ბიუჯეტი 200 მილიონ ლარს შეადგენს. მისივე ინფორმაციით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და კომპანიებს 30-დღიანი ვადა მიეცემათ იმისათვის, რომ თავიანთი შეთავაზებები წარადგინონ.

“სახელმწიფო ბიუჯეტით ხდება უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსება. საუბარია ქუთაისის ახალი შემოვლითი გზის ორი ზოლის მშენებლობაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტი გარკვეულწილად არის უპრეცედენტო, ვინაიდან 41 კილომეტრიან გზაზეა საუბარი. ამის საჭიროება განაპირობა მონაკვეთის მნიშვნელობამ. ინტენსიური მოლაპარაკებები იყო სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან, თუმცა ეკონომიკური პარამეტრების და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მათი მხრიდან დაფინანსება ვერ იქნა წარმოდგენილი და სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად დააფინანსებს ამ პროექტს. საუბარია საორიენტაციოდ 200 მლნ ლარზე, რომელიც ოთხ ლოტად იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ორი ზოლის დასრულება 2020 წლის შემოდგომისთვის არის დაგეგმილი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები