LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესია

67

ევროპული კლუბების ასოციაციამ (ЕСА) წელი შეაჯამა და ”წლის საუკეთესო ფეხბურთელის” ტიტულით ლიონელ მესი დააჯილდოვა. ჯილდოების დარიგება გაერთიანებულ საემიროებში მოხდა. ”ბარსელონას” შეუფასებელმა მარგალიტმა ”იუვენტუსის” კარის დარაჯი ჯანლუიჯი ბუფონი და მთავარი მეტოქე ”რეალის” შემტევი კრიშტიანო რონალდო ჩამოიტოვა.

სხვა პრემიებს რაც შეეხება, საუკეთესო ევროპულ კლუბად რა თქმა უნდა ”ბარსელონა” დაასახელეს, მწვრთნელებს შორის კი ჯილდო ბელგიის ნაკრების თავკაცმა მარკ ვილმოტსმა მიიღო.
საუკეთესო აკადემიის პრიზი ლისაბონის ”ბენფიკამ” მიიღო.

უზბეკი რავშან ირმატოვი საუკეთესო არბიტრად აღიარეს, ყველაზე კარგ აგენტად ხორხე მენდეში. საუკეთესო პრეზიდენტად ”ბარსას” მეთაური ხოსეპ მარია ბარტომეუ დაასახელეს.

ევროპული კლუბების ასოციაცია დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც 2008 წლიდან იცავს საფეხბურთო კლუბების ინტერესებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები