LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“ – შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე თბილისმა სპეციალური ჯილდო მიიღო

120
Untitled design (2)

შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე, ნომინაციაში „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“,  თბილისმა სპეციალური ჯილდო მიიღო.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯილდო თბილისის უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაციას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს:

„ქალაქ ლუგანოში, შვეიცარიის ტურიზმის დაჯილდოებაზე (Swiss Tourism Awards), თბილისმა მიიღო სპეციალური ჯილდო ნომინაციაში – „დანიშნულების ადგილი, რომელიც უნდა აღმოაჩინო“.

აღნიშნული დაჯილდოება ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი პრესტიჟული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება და მისი მიზანი იმ ქალაქებისა თუ მიმართულებების აღიარებაა, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ინარჩუნებენ საკუთარ მატერიალურ თუ არამატერიალურ კულტურას. მოპოვებული ჯილდო კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს თბილისის, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქალაქის პოზიციონირებასა და მისი უნიკალური პოტენციალის პოპულარიზაციას“, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმითვე, დიდი ბრიტანეთის სამოგზაურო მედიაკომპანიის, Wanderlust-ის მიერ გამართულ ცერემონიაზე თბილისი „ევროპის ყველაზე სასურველი ქალაქის“ ჯილდოზეა ნომინირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები