LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » თბილისის მერია

თბილისის მერია

„ნუ გადადებთ სკრინინგს და ისარგებლეთ მუნიციპალიტეტის პროგრამით“ – კახა კალაძის განცხადებით, ფილტვის კიბოს სკრინინგის პროგრამის დაწყებიდან ექვს თვეში კვლევები 10 088 მოქალაქეს დაუფინანსდა

„ნოემბერი ფილტვის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, რისი მიზანიცაა აღნიშნული დაავადების პრევენციისთვის, ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გაზრდა“

თბილისის მერია – ე.წ. ცხოველთა დამცველები დაკავებულები არიან დესტრუქციული ქმედებებით – მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“

რომელ ქუჩებზე შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა 5 ნოემბერს თბილისში – დედაქალაქის მერია ინფორმაციას ავრცელებს

აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის, მიკროავტობუსები - N408 და N420 თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას მერაბ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.

თბილისის მერის მოადგილე – პირობა, რომელიც მოსახლეობას თავიდანვე მივეცით, ძალაშია – რუსთაველის გამზირზე სამუშაოებს ნოემბრის ბოლოს დავასრულებთ

„ბოლო დღეების განმავლობაში, რამდენიმე ტელეარხის საშუალებით მიმდინარეობს არასწორი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, თითქოს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა. აღნიშნულის მიზანი არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა“