LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2015 წლის სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართა

47

დინამო არენაზე 2015 წლის მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენების ამსახველი ფოტო-კატალოგის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა მოეწყო.

პროექტი სახელწოდებით „სპორტფოტო” პირველად 2014 წელს გაიმართა, წლევანდელი კატალოგი კი მოცულობით და თემატურად გაზრდილია. ამის მიზეზი ის მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებებია, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა: გრან-პრი ძიუდოში, ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და ევროპის სუპერთასი ფეხბურთში.

წლევანდელი კატალოგის მომზადებაში 26-მა ფოტოგრაფმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებმა.

“ეს არის ძალიან საინტერესო გამოფენა, რადგან ერთიან სივრცეში ვნახეთ 2015 წლის განმავლობაში დედაქალაქის მასშტაბით ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება. გასულ წელს თბილისში ბევრი რამ გაკეთდა და ძალიან ბევრი ღონისძიება ჩატარდა სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფდი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს და უეფას სუპერთასის მატჩს. ორივე ბრწყინვალედ ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებაიყო, რამაც ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის პოპულარობას კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია არაერთი საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებისა და შეჯიბრის მასპინძლობა“, – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

 

 

3-1

2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები