LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში ქართველი მხატვარის და დიზაინერის, ირაკლი ბოჭორიშვილის პერსონალური გამოფენა იგეგმება

783
ირაკლი-ბოჭორიშვილი

14 ოქტომბერს იტალიაში, კერძოდ ქალაქ რომში,  ქართველი მხატვრის და დიზაინერის, ირაკლი ბოჭორიშვილის პერსონალური გამოფენა იგეგმება.

გამოფენა ხორციელდება  იტალიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, კონსტანტინე სურგულაძის, შავი ზღვისა და ბალტიის ზღვის ალიანსი საქართველოს მხარდაჭერით.

გამოფენის ორგანიზატორია კომპანია „Dec&Art Events”.

ირაკლი ბოჭორიშვილი, ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, როგორც ფეხსაცმლის დიზაინერი. ხოლო რაც შეეხება ფერწერას, მისთვის პირველი პერსონალური გამოფენაა ამ კუთხით.

ირაკლიმ დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, მონუმენტური ფერწერის განხრით.

90- იან წლებში, როცა საქართველოში ძალიან მძიმე პერიოდი იდგა და ქვეყანამ სამი სამოქალაქო და ეთნიკური ომი გადაიტანა, ირაკლი მაინც არ წყვეტდა მუშაობას და გამუდმებით ხატავდა სხვადასხვა მასალში. პარალელურად დაინტერესდა ფეხსაცმლის დიზაინით და ტექნოლოგიით.

სწორედ მაშინ,  კომპანია „ქართუმ“ ისნის ფეხსაცმლის ფაბრიკაში ჩამოიყვანა იტალიელი დიზაინერები და ფეხსაცმლის მწარმოებლები, რომელთაც ქართველი სტუდენტებისთვის უნდა შეესწავლათ ფეხსაცმლის წარმოების პროცესი.

ქართველ სტუდენთა შორის ირაკლიც აღმოჩნდა, აქედან იწყება მისი როგორც, ფეხსაცმლის დიზაინერის კარიერა.

2002 წელს ირაკლიმ დააარსა საკუთარი სახელოსნო რომელსაც 2007 წელს ოფიციალურად „შუზოფრენია“ დაარქვა.

დღესდღეობით „შუზოფრენია“ საკმაოდ ცნობილი ბრენდია საქართველოში, და ამავე დროს, თანმიმდევრულად იპოვებს აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზეც.

„შუზოფრენიას“ მონაწილეობა აქვს მიღებული, სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებსა და ჩვენებებში, რომლებზეც ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა როგორც სპეციალისტების, ისე არასპეციალისტების მხრივ.

2020 წლის თებერვალში, იტალიურმა მხარემ ირაკლი მიიწვია მილანში „MICAM MILANO“ -ს საერთაშორისო გამოფენაზე, რომელშიც მსოფლიოს მოწინავე ბრენდები იღებენ მონაწილეობას.

„შუზოფრენია“ პირველი ქართული ბრენდი იყო რომელმაც მონაწილეობა მიიღო ასეთ მასშტაბურ და პრესტიჟულ გამოფენაში.

ირაკლი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ ტანსაცმლის დიზაინერებთან, რომელთათვისაც ქმნის ფეხსაცმლის კოლექციას.

2020 წლიდან ირაკლი უფრო ინტენსიურად იწყებს ფერწერასა და გრაფიკაში მუშაობას.

ამ პერიოდში შექმნა ბევრი ექსპერიმენტული ნამუშევარი.

მხატვრობა და ფეხსაცმლის დიზაინი ავსებს ერთმანეთს და  სწორედ აქედან გამომდინარე ირაკლის მიერ შექმნილ ფეხსაცმლის მოდელებს გამოარჩევს მისი მხატვრული და სკულპტურული ხედვა.

მხატვარი მუდმივად ძიების პროცესშია. იგი გვთავაზობს, თემატურად და სტილისტურად ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ნამუშევრებს.

ფერწერაში, გარდა ტრადიციული მასალებისა, ირაკლი მისთვის ძალიან კარგად  ნაცნობ ნატურალურ ტყავს იყენებს, რითიც ქმნის სხვადასხვა კომპოზიციებს.

ირაკლი, ქანდაკებაშიც არ ერიდება ექსპერიმენტებს და ახალი მასალის შემოტანას.

ქმნის ტყავის ქანდაკებას და ბარელიეფებს. მის მიერ არის შესრულებული ნინო ჩუბინიშვილის (ჩუბიკა) ცნობილი ტყავის ქანდაკება – „ანგელოზი“ და „ელენა“.

ირაკლის აქვს სურვილი და მცდელობა, ისეთი ნამუშევრები შექმნას, რომელიც ამ დაძაბულ და კატაკლიზმებით სავსე გარემოში სიმშვიდისა და ოპტიმიზმის განცდა დაგვიტოვებს.

 

www.shoesofrenia.com

https://www.facebook.com/DecArtEvents

https://www.facebook.com/shoesofrenia4/

ფოტოები: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები