LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის მამა და 5 წლის ბავშვი მოკლული იპოვეს

39

გამთენიისას თბილისში, ფერაძის ქუჩაზე მოკლული მამა-შვილი იპოვეს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, 27 წლის მამაკაცი და 5 წლის ბავშვი მათივე საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს შესასვლელთან ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი გაგუდულია, მამაკაცი კი თავში დარტყმის შედეგად დაიღუპა.

მეზობლების განცხადებით მათ ხმაური გაიგეს, გარეთ გამოსულებმა კი მოკლული მამა-შვილი ნახეს.

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 5 წლის ბავშვის დედა და ოჯახის სხვა წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან. ცხედრებს კი ექსპერტიზა უტარდებათ. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები