LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

34 ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ჩამოუსვლელად შეეძლებენ კომპანიების დარეგისტრირებას

102

საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა ინერგება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება 34 ქვეყნის მოქალაქეს საშუალებას მისცემს, საქართველოში ჩამოუსვლელად მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა.

„ჩვენ ვნერგავთ რევოლუციური მნიშვნელობის ცვლილებას. შემოგვაქვს ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა, რომელიც 34 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში ჩამოუსვლელად საშუალებას მისცემს მოახდინონ საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა. 34-ვე ქვეყანა არის ეკონომიკურად განვითარებული. ეს არის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ფინანსური ცენტრი. შესაბამისად, ყველა უწყებას მიეცემა დავალება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი კი გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ჩვენი მიზანია, მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოში ეს სერვისი არსებობდეს“, – განაცხადა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები