LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

42 წლის ანჯელინა ჯოლი პრემიერაზე რუსი დიზაინერის კაბაში გამოჩნდა (ფოტო)

53

ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ ანჯელინა ჯოლი ერიდებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენას. როგორც ჩანს, 42 წლის ვარსკვლავმა დაამარცხა დეპრესია და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ენჯი ამჯერად ახალი ანიმაციური ფილმის, „მარჩენალის“ პრემიერას დაესწრო, რომლის პროდიუსერიც თავად გახლავთ. „მარჩენალი“ დებორა ელის პოპულარული ნოველის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმია, რომელიც 11 წლის გოგონას ისტორიას გვიყვება. ის ავღანეთში მიმდინარე ომის დროს იძულებული ხდება ოჯახი არჩინოს.

ანჯელინა ფილმის პრემიერაზე რუსი დიზაინერის, ულიანა სერგეენკოს თეთრი ფერის კაბაში გამოჩნდა. მედიაში აღნიშნავენ, რომ 42 წლის ენჯიმ ჩვეული სილამაზის შენარჩუნება შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები